"თბილისის მიკროავტობუსი“ ლილოში მომხდარი ავარიის მიზეზად სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ბრალეულობას გამორიცხავს - კვირის პალიტრა

"თბილისის მიკროავტობუსი“ ლილოში მომხდარი ავარიის მიზეზად სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ბრალეულობას გამორიცხავს

"თბილისის მიკროავტობუსი“ ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზზე საუბრობს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, არ იკვეთება 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობა, რომელი სატრანსპორტო საშუალებაც გადაბრუნდა.

"ლილოს მიმდებარედ გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად

"მერსედესის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე დაჯახება გამოიწვია და აღნიშნული მიკროავტობუსი მეორე ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა“, - განაცხადეს კომპანიაში.

ამასთან, კომპანიაში ადასტურებენ, რომ შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

იხილეთ ასევე: "ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა" - ლილოში ოთხი სატრანსპორტო საშუალების შეჯახებისას 8 ადამიანი დაშავდა

იხილეთ ვიდეო