ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის მოშორებით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის მოშორებით გარდაიცვალა

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.

"დაახლოებით 100 მეტრში სახლის ეზოში თამაშობდა 6 წლის ბავშვი, როდესაც ქვა მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა",- აცხადებენ თვითმხილველები. ქედის მერის ლევან გორგილაძის თქმით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და დეტალების გასარკვევად შემთხვევის ადგილზე მიემართება.