"სექტემბრის ბოლოს ვიყავი თურქეთში, გვანერვიულეს...ახალი ეტაპი დგას ჩვენს ცხოვრებაში" - რას გეგმავს გიორგი მახარაძე? - კვირის პალიტრა

"სექტემბრის ბოლოს ვიყავი თურქეთში, გვანერვიულეს...ახალი ეტაპი დგას ჩვენს ცხოვრებაში" - რას გეგმავს გიორგი მახარაძე?

მსახიობი გიორგი მახარაძე 30 სექტემბერს თურქეთში გამოკვლევაზე იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა, 5 წელი ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. გასული წლის ბოლოს, ცხოვრებამ ის სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა, 28 წლის მსახიობს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ამან მისი მსოფლმხედველობა აბსოლუტურად შეცვალა.

ახლა შემართებით ელოდება ახალ როლებს, შეთავაზებებს და პირადშიც გეგმავს ცვლილებებს, თუ რას ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- გიორგი, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ ხართ?

- კარგად ვარ. ბოლო გამოკვლევაზე სექტემბერში ვიყავი თურქეთში. იქ ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კარგად არის ყველაფერი.

- რატომ განერვიულეს?

- არაფერი ისეთი, ვერ მოგიყვებით. ყველაფერი კარგადაა.

- რაზე დაგაფიქრათ თქვენმა დიაგნოზმა?

- ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა. ამაზე დაწვრილებით ლაპარაკი რომ დავიწყო, მთელი კვირა არ გვეყოფა. უბრალოდ სხვანაირად გადავაფასე ყველაფერი. ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყრუებ. თავს ძლიერად ვგრძნობ, ცხოვრებისგან ნაწყენი არ ვარ.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? ამბობენ, თქვენ და მარიამ ნადირაძე დაშორდით...

- არა, ვერ მოგართვით. ერთად ვართ და იმაზე კარგად ვართ, ვიდრე ვიყავით. რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ, თავს კარგად ვგრძნობთ, ახალი ეტაპი დგას ჩვენს ცხოვრებაში. განაგრძეთ კითხვა