ტრაილერი ორ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა - კვირის პალიტრა

ტრაილერი ორ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა

ქვემო ფონიჭალაში ტრაილერი ორ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სირტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები არიან მობილიზებულნი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო სამსახურის მობილიზება პრევენციას უკავშირდება. უწყების პრესსამსახური მომხდარზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.

დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"