"არ მესმის, რატომ მიაჩნიათ ფეხბურთელების ცოლობა სიძნელედ"- როგორი მეუღლე და მამაა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი - კვირის პალიტრა

"არ მესმის, რატომ მიაჩნიათ ფეხბურთელების ცოლობა სიძნელედ"- როგორი მეუღლე და მამაა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელია. ის მუდმივად ბოლომდე იხარჯება ნაკრების მაისურით და ამის გამო გულშემატკივრის მხრიდან სიმპათიითაც არის დაჯილდოებული.

ის ამჟამად "კრასნოდარის" ღირსებას იცავს, თუმცა მოედანზე გასვლას ჯერ ვერ ახერხებს, რადგან ტრავმა აქვს, მაგრამ არც ისეთი სერიოზული. სავარაუდოდ, თორნიკე მოედანს 2-3 კვირაში დაუბრუნდება.

საფეხბურთო კლუბ "კრასნოდარისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ორი ვაჟის, 6 წლის ალექსანდრეს და 4 წლის დადის მამაა.

გვინდა, თორნიკე სხვა კუთხით გაგაცნოთ, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც მეუღლე და მამა. ამიტომ თორნიკეს მეუღლეს, ლიკა მუზაშვილს დავუკავშირდით და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ.

როგორც ჩვენთან საუბარში თორნიკეს მეუღლე ლიკა მუზაშვილი აღნიშნავს, ბიჭებს პატარა ასაკიდანვე შეეტყოთ ფეხბურთის მიმართ ინტერესი.

- ალექსანდრე წელს წავიდა სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს, ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, საბოლოოდ ამ პროფესიაზე შეაჩერებს თუ არა არჩევანს, რადგან სხვა ინტერესებიც აქვს.

- თუ უყურებს მამის თამაშებს, თუნდაც ეკრანიდან?

- იმდენად ცელქია, რომ ერთ ადგილას ვერ დასვამ. ისე ძალიან ამაყობს, რომ მამა ფეხბურთელი ჰყავს. სკოლაში ყოველ დილით ბურთით მიდის და აღმოჩნდა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ერთ-ერთი ფეხბურთელის შვილია.

- ლიკა, შენი გადმოსახედიდან რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა?

- ჩემთვის პირადად არ არის რთული. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ მიაჩნიათ ფეხბურთელების ცოლობა სიძნელედ. ალბათ, იმიტომ, რომ წყვილებს ცალ-ცალკე ყოფნა უწევთ, ერთმანეთისგან შორს. თუმცა ჩვენ ხშირად ვართ ერთად.

- მის ყველა მატჩს ესწრებით?

- როცა კრასნოდარში ვარ, რა თქმა უნდა. თუ საქართველოშია თამაში, მით უმეტეს, მისი არცერთი თამაში არ გამომიტოვებია.

მის ყველა მატჩს ესწრებით?

- როცა კრასნოდარში ვარ, რა თქმა უნდა. თუ საქართველოშია თამაში, მით უმეტეს, მისი არცერთი თამაში არ გამომიტოვებია.

- აღნიშნე, რომ შენთვის არ არის ფეხბურთელის ცოლობა რთული. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენის კარიერისთვის მეუღლის მხარდაჭერა?

- ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლის თანადგომას. ჩემთვის პირველ ადგილზე თორნიკეს მხარდაჭერა დგას.

- როგორი მეუღლე და მამაა, ხშირად განებივრებს სიურპრიზებით?

- ძალიან მზრუნველი ადამიანია. არასდროს არაფერი ავიწყდება. ძალიან მიყვარს ყვავილები და იმდენად ხშირად მჩუქნის, რომ ერთი კონკრეტული გამორჩეული შემთხვევის გახსენება მიძნელდება.იხილეთ სრულად