"ამ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ვაი და ვუი იქნება!"
"ამ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ვაი და ვუი იქნება!"
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. ბევრისთვის პირველი ტურის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, შედეგად მე-2 ტურში გავიდნენ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერილი კანდიდატები: სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. რას ფიქრობს მსახიობი გუჯა ბურდული შექმნილ ვითარებაზე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ბატონო გუჯა, რას იტყოდით არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე?
- არ ვიცი, რა გითხრათ... ბეწვის ხიდზე აღმოჩნდება ქვეყანა, თუ ისევ "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა ხელისუფლებაში! ჩემი
აზრით, ყოვლად დაუშებელია მათი დაბრუნება!

- ადრე ამბობდით "ქართულ ოცნებას" დრო მივცეთო, მაგრამ 6 წლის განმავლობაში მათი ყველა ნაბიჯი მოგწონთ?
- არ მომწონს, ბევრი შეცდომა რომ დაუშვეს, ეგ თქვენც კარგად იცით და მეც! იმედია, გამოასწორებენ შეცდომებს თუ არადა, რაღაც შეიძლება ძალიან ცუდი მოხდეს! მე მათი
მხარდამჭერი ვიყავი და ვარ, მაგრამ ბევრ არასწორ ნაბიჯს ვხედავ! ყველაზე მეტად გამოუსწორებელი შეცდომები სასამართლო სისტემაში დაუშევს! ისეთი მოსამართლეები დასვეს სათავეში, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლო არ არიან, მეტიც ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც აზარალებენ! ძალიან დიდი სიღარიბეა ხალხში, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს!

- კიდევ რას ურჩევდით ხელისუფლებას?
- მე მრჩეველი არ ვარ, ჩემო სიცოცხლე და მათ მხოლოდ ვუსურვებდი, გამოესწორებინათ ყველაფერი და თავის სიმაღლეზე დამდგარიყვნენ! ხალხისთვის ეშრომათ!
აი, "ნაციონალური მოძრაობა" თუ მობრუნდა, დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში, გურულები როგორც იტყოდნენ,  ვაი და ვუი იქნება!
გამოვსწორდებითო - ხომ ამბობენ "ნაციონალები", ჩვენს შეცდომებზე ვისწავლეთ ბევრი რამო, მე მაგის არ მჯერა! ხომ იცით მელას რომ საქათმე უყვარს, იმას ვერაფრი გადააჩვევს!

ქართველები ზარმაცი ხალხი ვართ, ახლა დაირაზმეთ გაზეთი, რადიო, ტელევიზია და შემოუძახეთ ყველას - არჩევნებზე მივიდნენ!































Mamuka
02 ნოემბერი 2018 05:21
Xalxi mecodeba archevnebze ro unda cavides da archvani ro araaa an qocio an nacio.gamoilia patiosani xalxi saqartveloshi ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?