ახმეტაში, სოფელ მატანში საფლავები დაარბიეს - კვირის პალიტრა

ახმეტაში, სოფელ მატანში საფლავები დაარბიეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანში 10-მდე საფლავი დაარბიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, დამტვრეული და განადგურებულია საფლავის ქვები და მოპარულია მესერის ჯაჭვები.

ადგილობრივები დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიას დარაჯი უნდა იცავდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.