"მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის ასოცირდება შურისძიებასთან, არეულობასთან და ყველაფერ ცუდთან" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის ასოცირდება შურისძიებასთან, არეულობასთან და ყველაფერ ცუდთან"

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პასიური მოსახლეობა ვინც არ მივიდა პირველ ტურში, აუცილებლად მივა მეორე ტურში,  ხმას მისცემს და მხარს დაუჭერს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რათა ჩვენ არ დავუშვათ იმ სასტიკი რეჟიმის უკან დაბრუნება", - ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"მე მაქვს ჩემი პრეტენზიები და კითხვები "ქართულ ოცნებასთან", მაგრამ დღეს ვთვლი, რომ ახლა ამის გარჩევის დრო არ არის, ამაზე საუბრის დროც მოვა არჩევნების შემდეგ. მე მაგალითად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე შეიცვლება და თუ შანსის მიცემაზეა საუბარი, შანსს, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" მივცემ და არა იმ ადამიანებს, ვინც მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბადრი პატარკაციშვილი, ზურა ჟვანია. გრიგოლ ვაშაძე თუ გაიმარჯვებს, რისიც ნაკლებად მჯერა, ის შეიწყალებს სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის პირადად და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ასოცირდება შურისძიებასთან, არეულობასთან, რევნშთან და ყველაფერ ცუდთან, რაც კი შეიძლება ჩემს წარმოსახვაში არსებობდეს. წარმოიდგინეთ ახლა გვემუქრებიან, რომ დაგვიმახსოვრებენ და მერე რომ მოვლენ, წარმომიდგენია უკვე რას გვიზამენ...

დარწმუნებული ვარ, რომ ის პასიური მოსახლეობა ვინც არ მივიდა პირველ ტურში, აუცილებლად მივა მეორე ტურში, ხმას მისცემს და მხარს დაუჭერს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რათა ჩვენ არ დავუშვათ იმ სასტიკი რეჟიმის უკან დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დავუჭერთ "ქართულ ოცნებას", რომელიც თუ საპარლამენტო არჩევნებში რამის შეცვლაზეა საუბარი, მხოლოდდამხოლოდ ამ ხელისუფლებაში იქნება ეს შესაძლებელი. მე და ჩემი ოჯახი ვართ წინა რეჟიმის მსხვერპლი და მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრი ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ არავითარ შემთხვევაში ის სისხლიანი რეჟიმი არ დაბრუნდეს საქართველოში....", - განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

იხილეთ ასევე: "ზურას ანასტასიას პამპერსში ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ნინის პატრული დასდევდა დასაჭერად"

იხილეთ ვიდეო