ქუთაისში მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა - კვირის პალიტრა

ქუთაისში მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისში მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მეორე საჯარო სკოლაში წელს ჭერი მესამედ ჩამოინგრა.

ივლისში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მდგომარეობა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა. დასკვნით, სკოლის ნაწილში არსებული მდგომარეობა დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას მოითხოვდა.

სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ პროექტი მზად იყო და რეაბილიტაცია მოხდებოდა.

სკოლაში რეაბილიტაცია 2017 წელს ჩატარდა. სამუშაოები კომპანიამ "თაგი" 700 000 ლარად შეასრულა.