მე-15 სარ­თუ­ლი­დან გადმოვარდნილი მამაკაცი "პუფებზე" არ დაცემულა - რა მოხდა სინამდვილეში? - კვირის პალიტრა

მე-15 სარ­თუ­ლი­დან გადმოვარდნილი მამაკაცი "პუფებზე" არ დაცემულა - რა მოხდა სინამდვილეში?

30 ოქტომბერს წერეთლის N91-ში მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. კორპუსის მე-15 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც უვნებელი გადარჩა. როგორც AMBEBI.GE-ს ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს: "მამაკაცს ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და იგი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც "პუფებზე" დაეცა". ექიმების თქმით, პაციენტს სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებისა და რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ ის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს. იღბლიანი პაციენტი საკუთარი ვინაობის გამხელასა და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.

როგორც ჩვენთან საუბარში იმავე კორპუსის მაცხოვრებლები ჰყვებიან, მამაკაცი მათ კორპუსში არ ცხოვრობს. ის პროფესიით არქიტექტორია და ინციდენტის დროს მას თან ჰქონდა ფოტოაპარატი და სახაზავი.

თვითმხილველი ხარება მელაძე AMBEBI.GE-სთან მომხდარს დეტალურად იხსენებს: "შემთხვევის დროს ეზოში ვიყავი. არაამქვეყნიური ხმა გავიგონე. 50 მეტრის მოშორებით ვიდექი. თავდაპირველად მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო. გონს რომ მოვიდა, თავისი ფეხით ამოვიდა "გარაჟიდან", ჩაჯდა ტაქსიში და საავადმყოფოში წავიდა".  განაგრძეთ კითხვა