საპატრიარქო გრიგოლ ვაშაძის კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საპატრიარქო გრიგოლ ვაშაძის კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, სამწუხაროდ, დღესაც განმარტების გაკეთება უხდებათ პატრიარქთან შემდგარი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ადრეც, და, სამწუხაროდ, დღესაც განმარტების გაკეთება გვიხდება კათოლიკოს-პატრიარქთან შემდგარი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. ამჯერად მხედველობაში გვაქვს საპრეზიდენტო კანდიდატის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, სადაც იგი ამბობს: "უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი ხანია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“. აღნიშნული პოზიცია არის უშუალოდ ბატონ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულება და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს; პირიქით, მომავალ გეგმებზე საუბრისას მისი უწმინდესობის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თხოვნა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაცული იყოს კორექტულობა, რაც აუცილებელია ქვეყნის სწორი განვითარებისათვის“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.