"რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ! ეგ არის სალომე ზურაბიშვილი!"
"რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ! ეგ არის სალომე ზურაბიშვილი!"
ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი საკმაოდ მწვავეა, როგორც ხელისუფლების, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერილი კანდიდატები ცდილობენ, ამომრჩევლის გული კვლავაც ერთმანეთის გინებით მოიგონ. ეს ზღვარგადასული დაპირისპირებები არ მოსწონს ცნობილ მომღერალს ბუბა კიკაბიძეს, თუმცა ამ ყველაფრის ინსპირატორად "ქართულ ოცნებას" მიიჩნევს:

ბუბა კიკაბიძე:
- მოხარული ვარ, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონი რომ გაიწვიეს... მჯეროდა, რომ ეკლესია ამას შეძლებდა! რად უნდა ლაპარაკი, რომ საშინელება იყო რაც შემოიტანეს და ახალგაზრდობას მთლად დაღუპავდა! როგორ
შეიძლებოდა საქართველოში ასეთი საზიზღობა?!

- რას იტყოდით არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე?
- არ მსურს პოლიტიკაზე ლაპარაკი, მაგრამ ამ შედეგით გამოჩნდა, რომ ხალხი ბრძენია! ხალხი ყველაფერს ხედავს... მოსახლეობაში უნდა გახვიდეთ და ჰკითხოთ, რა არ აპატიეს ამ ხელისუფლებას! რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, ხალხზე თუ არ იფიქრა, პანჩურს
ამოარტყამენ და გაუშვებენ! ეგ არის ჩემი სიტყვა და მორჩა!

- ცნობილია, რომ არ მოგწონთ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კკანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში რა მოლოდინი გაქვთ?
- გრიგოლ ვაშაძეს და მის მეუღლეს - ნინო ანანიაშვილს კარგად ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან! თუ გრიგოლი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ძალიან ბევრ სასიკეთოს გააკეთებს საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებები ამ ქვეყანაში ძალიან შეზღუდულია! მთავარია ხალხმა მისცეს საშუალება პრეზიდენტი გახდეს! უგანათლებულესია ადამიანია, მრავალ ენას ფლობს და პატრიოტია საქართველოსი!


- ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთის კადრია ...
- რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ! ეგ არის სალომე ზურაბიშვილი! გრიგოლ ვაშაძე ევროპული ორიენტაციის კანდიდატია!
დღეს არავინ იცის, როგორ მორჩება ეს ამბავი და ვის ავირჩევთ! ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რო ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს და თვითონ სკამები შეინარჩუნონ! ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რაც სამარცხვინოა!


(სპეციალურად საიტისთვის)



=====
20 ნოემბერი 2018 13:42
ქვეყანას დატოვებს,თორემ სხვა ქვეყნებს გაწევ-გამოწევა ექნებათ,ჩვენთან ჩამოდი საცხოვრებლადო! ისევ რუსეთს თუ შეაფარებს თავს! რუსი ბოლშევიკების მიერ საქართველოდან გაძევებული ემიგრანტების შთამომავალი, ევროპაში დაბადებული და გაზრდილი, საფრანგეთის დიპლომატიურ ორგანოებში ნამუშევარი სალომე ზურაბიშვილი რუსეთუმეა და რუსეთის ყოფილი მოქალაქე, რომელსაც რუსეთში ისეთ ადგილებზე აქვს ნამუშევარი, სადაც სპეციალური "დოსტუპ"-ის გარეშე ცხვირსაც არ შეგაყოფინებენ რუსეთი მტერი?! პოლონეთმა ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მთლიანად გაყარა ის კადრები, რომელთაც რუსეთში ჰქონდათ დიპლომატიური განათლება მიღებული ვაშაძის მსგავსად! რუსებს საქმე ვინც გაუკეთა,ეს იყო სააკაშვილი,მისი მმართველობის პერიოდში დავკარგეთ ცხინვალი და აფხაზეთი . და დღეს ვაშაძის ერთერთი უპირველესი ამოცანა გაპრეზიდენტების შემთხვევაში არის ამ შიზოფრენიკის შეწყალება და პოლიტიკური გააქტიურება!
KETİLİ
06 ნოემბერი 2018 11:03
GAİXARE BUBA KACİ XAR KACURİ.
...
05 ნოემბერი 2018 15:37
არ გრცხვენია ბოლოს და ბოლოს ამ ხნის კაცს? თუ დაბერდი და... შენ რო რუსეთში ცხოვრებას იწყობდი სალომემ ალბად ისიც არიცოდა მაშინ რომელ მხარეს იყო რუსწთი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა