"რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ! ეგ არის სალომე ზურაბიშვილი!" - კვირის პალიტრა

"რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ! ეგ არის სალომე ზურაბიშვილი!"

ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი საკმაოდ მწვავეა, როგორც ხელისუფლების, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერილი კანდიდატები ცდილობენ, ამომრჩევლის გული კვლავაც ერთმანეთის გინებით მოიგონ. ეს ზღვარგადასული დაპირისპირებები არ მოსწონს ცნობილ მომღერალს ბუბა კიკაბიძეს, თუმცა ამ ყველაფრის ინსპირატორად "ქართულ ოცნებას" მიიჩნევს:

ბუბა კიკაბიძე:

- მოხარული ვარ, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონი რომ გაიწვიეს... მჯეროდა, რომ ეკლესია ამას შეძლებდა! რად უნდა ლაპარაკი, რომ საშინელება იყო რაც შემოიტანეს და ახალგაზრდობას მთლად დაღუპავდა! როგორ შეიძლებოდა საქართველოში ასეთი საზიზღობა?!

- რას იტყოდით არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე? - არ მსურს პოლიტიკაზე ლაპარაკი, მაგრამ ამ შედეგით გამოჩნდა, რომ ხალხი ბრძენია! ხალხი ყველაფერს ხედავს... მოსახლეობაში უნდა გახვიდეთ და ჰკითხოთ, რა არ აპატიეს ამ ხელისუფლებას! რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, ხალხზე თუ არ იფიქრა, პანჩურს ამოარტყამენ და გაუშვებენ! ეგ არის ჩემი სიტყვა და მორჩა!

- ცნობილია, რომ არ მოგწონთ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კკანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში რა მოლოდინი გაქვთ?

- გრიგოლ ვაშაძეს და მის მეუღლეს - ნინო ანანიაშვილს კარგად ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან! თუ გრიგოლი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ძალიან ბევრ სასიკეთოს გააკეთებს საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებები ამ ქვეყანაში ძალიან შეზღუდულია! მთავარია ხალხმა მისცეს საშუალება პრეზიდენტი გახდეს! უგანათლებულესია ადამიანია, მრავალ ენას ფლობს და პატრიოტია საქართველოსი!

- ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთის კადრია ...

- რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ! ეგ არის სალომე ზურაბიშვილი! გრიგოლ ვაშაძე ევროპული ორიენტაციის კანდიდატია!

დღეს არავინ იცის, როგორ მორჩება ეს ამბავი და ვის ავირჩევთ! ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რო ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს და თვითონ სკამები შეინარჩუნონ! ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რაც სამარცხვინოა!

იხილეთ ასევე: ბუბა კიკაბიძე: "ასეთ საქართველოში ცხოვრება აღარ მინდა, ალბათ დავტოვებ ქვეყანას!"

(სპეციალურად საიტისთვის)