"არა ნაციონალურ მოძრაობას" - ამ ლოზუნგით ვერის პარკში საზოგადოების წარმომადგენლები არიან შეკრებილი" - კვირის პალიტრა

"არა ნაციონალურ მოძრაობას" - ამ ლოზუნგით ვერის პარკში საზოგადოების წარმომადგენლები არიან შეკრებილი"

ვერის პარკში საზოგადოების წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომელთა მთავარი სათქმელია „არა ნაციონალურ მოძრაობას“.

ვერის პარკში შეკრებილები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები არ არის და საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.

აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, რომ აუცილებლად მივიდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და ისეთი არჩევანი გააკეთონ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას არ დაუშვებს.

ვერის პარკის აქციის მონაწილეები 7 ნოემბერს აქციის მოწყობას გეგმავენ.

"ინტერპრესნიუსი"