თბილისში 12 წლის გოგონას ეძებენ - კვირის პალიტრა

თბილისში 12 წლის გოგონას ეძებენ

თბილისში ოჯახის წევრები მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეს ელენე გიორბელიძეს ეძებენ. როგორც Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, 12 წლის მოზარდი დღეს სახლიდან სკოლაში წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

მისი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია პოლიცია. ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ფეისბუქზე" გავრცელდა:

"დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ გთხოვთ დამიკავშირდეთ 577337616. გთხოვთ გაავრცელოთ!!!" - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.