თერჯოლასთან ავტომობილი გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა - დაშავებულია 3 ადამიანი - კვირის პალიტრა

თერჯოლასთან ავტომობილი გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა - დაშავებულია 3 ადამიანი

თერჯოლის გადასახვევთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო, რომლის კადრებსაც "ტვ პირველი" ავრცელებს