"საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე" - საინტერესო ფაქტები გურამ კაშიას ოჯახური იდილიიდან - კვირის პალიტრა

"საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე" - საინტერესო ფაქტები გურამ კაშიას ოჯახური იდილიიდან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველისა და ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ არმენის "ვიტესის" ქართველი კაპიტნის, გურამ კაშია საკმაოდ აქტუალური პერსონაა და მასზე ბევრი ლაპარაკობს.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან:

ქორწინება და საყვარელი მეუღლე

გურამ კაშიას მეუღლე თამთა გიგაშვილია, პროფესიით სამართალმცოდნე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს - ალექსანდრა.

ამონარიდები თამთას ინტერვიუდან:

- ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო... საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. გაცნობიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და უფრო მეტიც, გვიყვარდა კიდეც... შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია. სიტყვები არ იყო საჭირო საიმისოდ, რომ ურთიერთობა გაგვერკვია. მაშინ არც ისეთი პატარები ვიყავით: მეც და გურამიც 22 წლის გახლდით და გააზრებული გვქონდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ოჯახის შექმნაზეც ბევრი არ გვიფიქრია. ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა. დიდი ქორწილი არ გვქონია, რადგან არც მე და არც გურამს არ გვქონდა ამის სურვილი. ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნეთ... თეთრი კაბის ჩაცმასა და ქორწილზე არასდროს მიოცნებია. ალბათ ამიტომაც, საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე. საუკეთესო მეუღლეა და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. რომანტიკული "ნატურა" არც ერთი არ ვართ. ცხოვრებას რეალური თვალით ვუყურებთ განაგრძეთ კითხვა