რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნაში - რას იხსენებს გარდაცვლილი მსახიობის დედა? - კვირის პალიტრა

რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნაში - რას იხსენებს გარდაცვლილი მსახიობის დედა?

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებიდან სამი თვე გავიდა. მისი დედა ქალბატონი ციალა ბეჟაშვილი "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ უმკლავდება უდიდეს ტკივილს და როგორი იყო სინამდვილეში ზუზუ, რომელიც ყველას უდარდელი ახსოვს. ციალა ბეჟაშვილმა ექსპერტიზის დასკვნაზეც ისაუბრა, რომელშიც წერია თუ რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი.

"არ მჯერა, რომ ჩემი შვილი აღარ არის და მხოლოდ ეს მაძლებინებს. მგონია, რომ მოვა, კარს შემოაღებს… ძალიან მიჭირს, მენატრება და სულ ველოდები. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით. საღამოს ერთად ვუყურებდით ტელევიზორს. ჯერ გადაცემებს ვარჩევდით, მერე ვჭორაობდით. ყველაფერს მიყვებოდა..."

- რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გქონდათ?

- გარკვეული განცდა მხოლოდ იმ დღეს მქონდა. საღამოს ტელევიზორს ვუყურებდი და იცით, რა დამემართა? თითქოს სავარძელი დავიწროვდა და ვეღარ დავეტიე. იმ დღეს მოვიდა და დაიძინა. საღამოს 9 საათი იყო. ზუზუს რომ ეძინა, სახლში ვერაფერს ვაკეთებდი, რადგან ძალიან ფხიზელი ძილი ჰქონდა, მეც და ზუზუც ღამურები ვიყავით. ვიფიქრე, 10-ის 15 წუთია და ხომ არ დავიძინებ-მეთქი. მეგობარს დავურეკე, ხომ არ იძინებ, ცოტა ხნით მოვალ-მეთქი. სახლიდან კი წავედი ტრანსპორტით, მაგრამ იქიდან ფეხით წამოვედი. მალე წამოვედი, რაღაცნაირად ვერ ვისვენებდი. ჩვევად მქონდა, დაძინების წინ ზუზუსთვის უნდა დამეხედა, ნამდვილად ეძინა თუ არა და მერე მე ვწვებოდი. რომ დავბრუნდი, ცოტა ხანში შევიხედე, მაგრამ ლოგინში აღარ იყო... განაგრძეთ კითხვა

"მძულხართ ყველა... ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა" - რას წერს განო მელითაური ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე?

"ახლა რას არ იტყვიან შენზე, ჩემო კეთილო ადამიანო , - იკეთებდაო, თავი მოიკლაო..."