"ყოველთვის მინდოდა მაღალი, გამხდარი ვყოფილიყავი..." - ნინი შერმადინი "მისის პლანეტის" კონკურსში მონაწილეობს
"ყოველთვის მინდოდა მაღალი, გამხდარი ვყოფილიყავი..." - ნინი შერმადინი "მისის პლანეტის" კონკურსში მონაწილეობს
მომღერალი ნინი შერმადინი ბულგარეთში, სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსზე -  მის Planet 2018 გაემგზავრა. მომღერალს გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, Mercedes-Benz Fashion Week ზე შევხვდით და ვესაუბრეთ...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ახლა ცოტათი მეცინება, რადგან მე და მოდელობა ერთმანეთისგან ყოველთვის შორს ვიყავით, მაგრამ თვითონ კონკურსის წარმომადგენლებმა (საქართველოში იყვნენ ჩამოსულები) შემარჩიეს - მორჩა, სხვა კანდიდატი არ განიხილება, ნინი უნდა წავიყვანოთო. თავად დამპატიჟეს და ყველა ხარჯი ამინაზღაურეს. პირდაპირ კონკურსის ფინალში ვარ
მიწვეული, ანუ საქართველოს მე წარვადგენ..."


"სცენა და პოდიუმი ჩემთვის ერთი და იგივეა (თუმცა ალბათ, პოდიუმს თავისი სპეციფიკა აქვს). ამიტომ არა მგონია, დავიბნე. კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდი გვექნება - რამდენიმე დღე გვამეცადინებენ, რეპეტიციებს გავივლით..."

"6 წლის ვიყავი, როდესაც სილამაზის კონკურსზე პირველად გავედი და ძალიან დამჩაგრეს - გატეხილი
თოჯინა მაჩუქეს. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, რადგან გაფუჭებული თოჯინა მომცეს. ვფიქრობდი, - ამას არ ვიმსახურებ-მეთქი. გული დამწყდა და კომპლექსები გამიჩნდა - მერე აღარასოდეს "მიმოდელია".

"თვითკრიტიკული ყოველთვის ვიყავი. იყო პერიოდი, როდესაც საკუთარი თავი ძალიან არ მომწონდა. არ არსებობს ადამიანი, ვინც იმაზე მეტად გამაკრიტიკებს, ვიდრე საკუთარ თავს თავად ვაკრიტიკებ. ამიტომ არანაირი კრიტიკა, შარჟი არ მაღიზიანებს. პრინციპში, ჩემ შესახებ ასეთი რაღაცები არც არის, რადგან საკუთარ თავზე იმდენს ვხუმრობ, რომ ალბათ, სხვებს ამის სურვილი აღარ უჩნდებათ. რომ გითხრათ, ოდესმე საკუთარი გარეგნობით აღფრთოვანებული ვიყავი-მეთქი, მართალი არ იქნება: ყოველთვის მინდოდა, მაღალი, გამხდარი ვყოფილიყავი..."

მომღერლის გულახდილ ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 8 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.


ეთო ყორღანაშვილი
:)
09 ნოემბერი 2018 11:34
''მორჩა, სხვა კანდიდატი არ განიხილება, ნინი უნდა წავიყვანოთო.'' - ძალიან კარგი გოგო ხარ და არ გინდა რა ასეთები :)
ucxo
08 ნოემბერი 2018 16:39
ნინი, ძალიან კარგი გოგო ხარ - გარეგნობითაც და ნიჭითაც.
(ამერიკაში მოგისმინე, შემთხვევით).
ძალიან გავბრაზდი, რომ პატარაობისას ასეთი ტრავმა მოგაყენეს:) - ბავშვს, თან კონკურსანტს, ხერხემალში გადამტვრეულ თოჯინას რომ აჩუქებს (თმებიც რომ სძვრებოდა, თურმე), არ ვიცი, რა ადამიანი უნდა იყოს!..

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები