"მერიისგან მივიღეთ წერილი, რომ უნდა შევცვალოთ აქციის ადგილი, რადგან საახალწლოდ აქ ნაძვის ხის აღმართვას აპირებენ"
"მერიისგან მივიღეთ წერილი, რომ უნდა შევცვალოთ აქციის ადგილი, რადგან საახალწლოდ აქ ნაძვის ხის აღმართვას აპირებენ"
ფოტო:ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი
მერიისგან მივიღეთ წერილი, რომ უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან პარლამენტის წინ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, მოგვიწოდეს დავტოვოთ ეს ტერიტორია, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც სარალიძე აცხადებს, მან მერიისგან მიიღო წერილი, რომ დატოვონ ტერიტორია, რადგან ადგილზე საახალწლო მზადება უნდა დაიწყოს. სარალიძის თქმით, ის არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას.

"2018 წლის 1-ელ ნოემბერს მივმართე თბილისის მერიას აქციების გაგრძელებასთან და კარვების გაშლასთან დაკავშირებით, ვადა მოვითხოვეთ 31 დეკემბ
რის ჩათვლით, რის პასუხადაც მერიისგან მივიღე წერილი, რომ 7 დეკემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, წესისასამებრ. მოგვიწოდეს დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, გვაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები იყვნენ პასუხისგებაში მიცემული. ამ წერილით არამარტო იმას გვეუბნება ხელისუფლება, რომ
ხელს ვუშლით ვიღაცებს, როგორც ჩანს. ჩვენ ხელს არავის ვუშლით, არც იმ ბავშვების, რომლებიც უნდა გაერთონ. ყველა ქართველის შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვისაც დღეს ვიბრძვით, თორემ ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. ამიტომ, ეს თხოვნაა, ბრძანება თუ რაცაა, ვერ გავითვალისწინებ, რადგან აქ ვართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს, უკვე მეტისმეტია. ხელისუფლება მეუბნება, რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლადო, გვითხრა, რომ სადაც გინდათ იქ იყავით, ჩვენ არანაირ ნაბიჯებს არ გადავდგავთ თქვენს მოთხოვნაზეო. ეს არის კალაძის ხელმოწერით და მისი უწყებიდან გამოგზავნილი“,
- განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციას უკვე 2 თვეზე მეტია მართავენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები