ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია - კვირის პალიტრა

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალა მობილიზდა. ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი. საჭიროების შემთხვევაში, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.

მათივე ცნობით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"