"გოგა ხაინდრავასთვის თუ შეიძლებოდა კარვების გაშლა, ზაზა სარალიძეს რატომ არ აქვს უფლება?" - კვირის პალიტრა

"გოგა ხაინდრავასთვის თუ შეიძლებოდა კარვების გაშლა, ზაზა სარალიძეს რატომ არ აქვს უფლება?"

გოგა ხაინდრავასთვის თუ შეიძლებოდა კარვების გაშლა, ზაზა სარალიძეს რატომ არ აქვს უფლება? - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, სადაც კარვის დადგმის მცდელობას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა.

"ზამთარი მოვიდა უკვე, რომ არ გაიყინონ ეს ადამიანები ითხოვენ კარავი დადგან და მეტ-ნაკლებად ადამიანებივით გრძნობდნენ თავს. ამ დროს მოდის ხელისუფლება, რომლის დიდი ნაწილს თვენახევარი ჰქონდა ეს ყველაფერი გადაკეტილი. მაშინაც მომხრე ვიყავი იმის და ახლაც მომხრე ვარ. მაშინ თუ შეიძლებოდა გოგა ხაინდრავასთვის აქ კარვების გაშლა, ზაზა სარალიძეს რატომ არ აქვს უფლება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვის დადგმის მცდელობას პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

"ინტერპრესნიუსი"