ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 8 დაშავდა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 8 დაშავდა

სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 8 დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სოფელ აწყურში მსუბუქი ავტომობილისა და სამგზავრო მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მგზავრი გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია მიკროავტუბუსში მყოფი 7 ადამიანი და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომლებიც მკურნალობას კლინიკებში გადიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაცის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"