"შეიძლება კონკრეტული პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, მაგრამ ამ ბავშვების წყევლა და ბილწი სიტყვებით მოხსენიება, ან ადამიანობაში როგორ ჯდება, ან მორალში?!" - კვირის პალიტრა

"შეიძლება კონკრეტული პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, მაგრამ ამ ბავშვების წყევლა და ბილწი სიტყვებით მოხსენიება, ან ადამიანობაში როგორ ჯდება, ან მორალში?!"

ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწუნებას პარლამენტარი სოფო კილაძე "ფეისბუკში" ეხმაურება:

"ვულოცავ ამ ულამაზეს წყვილს გაბედნიერებას! რაც მათ ოჯახს სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვს, ღმერთმა ერთი ასად დაუბრუნოს. აჭრელებულია სოციალური ქსელი პროპაგანდისტების უშვერი ლანძღვა-გინებით. ასეთებს მინდა მივმართო: შეიძლება კონკრეტული პოლიტიკოსი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ ამ ბავშვების წყევლა და ბილწი სიტყვებით მოხსენიება, ან ადამიანობაში როგორ ჯდება, ან მორალში?! ან ოჯახები და შვილები არ გყავთ?! რა სვეტიცხოვლის გადაკეტვაზეა საუბარი?

ეს ნაც-რუსული პროპაგანდა იმდენად მოედო უკვე საზოგადოებას, რომ ძალიან რთული იქნება სიმშვიდისა და დაბალანსებისკენ წასვლა, სამწუხაროდ, ძალიან რთული", - წერს სოფო კილაძე

იხილეთ ასევე: ქორწილი ვიწრო წრეში - ფოტოები ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერიდან