"9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა, არავინ იყო დაჩეხილი და დაჭრილი" - კვირის პალიტრა

"9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა, არავინ იყო დაჩეხილი და დაჭრილი"

1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა, - ამის შესახებ იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში განაცხადა.

"9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათ მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები", - განაცხადა იური მეჩითოვმა.

იხილეთ ასევე: "გუშინ დაბადებული არ ვარ... მე ასე ვიცი დოკუმენტებზე დაყრდნობით. თუ არასწორია, მიმითითეთ და ბოდიშს მოვიხდი..."