როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12-15 ნოემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12-15 ნოემბერს

12-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

14-15 აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 12-13 ნოემბერს +12, +13, ხოლო 14-15 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.