"ყველა, ვინც გვარამიას გასახარად აგინებთ იური მეჩითოვს, ხართ "ნაცები" ან მათი მხარდამჭერები!" - კვირის პალიტრა

"ყველა, ვინც გვარამიას გასახარად აგინებთ იური მეჩითოვს, ხართ "ნაცები" ან მათი მხარდამჭერები!"

"1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა", - ფოტოგრაფ იური მეჩითოვის ამ განცახდებას, რომელიც ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში ისმის, ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათ მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი

დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები", - განაცხადა იური მეჩითოვმა.

ამ საკითხს "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც წერს:

"ყველა, ვინც გვარამიას გასახარად აგინებთ იური მეჩითოვს, ხართ "ნაცები" ან მათი მხარდამჭერები! მისი მეათედი გააკეთეთ საქართველოსთვის!

იურა - 9 აპრილის მემატიანე;

იურა - საქართველოში და თბილისში შეყვარებული ხელოვანი!

იურა- საოცარი ალბომის შემქმნელი სერგო ფარაჯანოვზე, როგორც ძირძველ თბილისელზე და გენიალურ რეჟისორზე;

იურა- უნიკალური ფოტოხელოვანი, რომელმაც ჩვენი გამოჩენილი თანამემამულეების პორტრეტები შექმნა!

თუმანიშვილისა და მისი თეატრის ისტორიის მემატიანე!

იურასავით გიყვარდეთ და გულშემატკივრობდეთ თქვენ საქართველოს!

90ანების სიძულვილის სუნი დგას, როცა პირველად გაიხლიჩა საქართველო და ურა პატრიოტების ხელში ჩავარდა!!!!

"ქელეხების და ქეიფების ხალხოოოოოო! ხელები შორს იურა მეჩიტოვისგან! ვნახავ ერთი, რამდენი ვინმე გაიზიარებს!!!! იურა! ბრწყინვალე ხელოვანი ხარ!!!!!", - წერს ქეთი დოლიძე.

იხილეთ ასევე: "გუშინ დაბადებული არ ვარ... მე ასე ვიცი დოკუმენტებზე დაყრდნობით. თუ არასწორია, მიმითითეთ და ბოდიშს მოვიხდი..."