როგორ ეხმაურება იური მეჩითოვს სიმბოლოდ ქცეული გოგონა მისივე გადაღებული ფოტოდან
როგორ ეხმაურება იური მეჩითოვს სიმბოლოდ ქცეული გოგონა მისივე გადაღებული ფოტოდან
"1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა", - ფოტოგრაფ იური მეჩითოვის ამ განცახდებას, რომელიც ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში ისმის, ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათ მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა.
ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები", - განაცხადა იური მეჩითოვმა.

ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ფოტო, რომელმაც საქართველოს ერთი ეპოქა დაიტია და  გოგონა, რომელიც ამ ეპოქის სიმბოლოდ იქცა იური მეჩითოვის გადაღებულია. 1989 წლის 9 აპრილის
სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე საქართველოს დროშით ხელში გამოსახული ლამაზი და იდუმალი გოგონას ვინაობა, წლების განმავლობაში, ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა. ბევრს ის დაღუპული ეგონა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ის გოგონა მარი (ნანა) მახარაძე ცოცხალია და ისევე როგორც უამრავი ქართველი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვე წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს.

"ფეისბუკის" პირად გვერდზე ის იური მეჩითოვის განცხადებებს ასე ეხმაურება:

"საოცარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. უდიდესი მონაპოვარია სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ბევრს ავიწყდება ის, რომ სწორედ 9 აპრილს ანთებული გულებით, გაბრწყინებული თვალებით, სუფთა ხელებით და ეროვნული სულით მოვიპოვეთ ყველაზე ღირებული მათ შორის რაც გაგვაჩნია - თა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!
ბატონ იურის აქვს ნიჭი და ყოფნის პროფესიონალიზმი თითის ერთი დაჭერით შეაჩეროს წამი, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე ვერ გაუაზრებია ქართველი ხალხის ეპოქალური მნიშვნელობა. ყველას ვერ მოვთხოვთ გმირობას და არც ქართველად დაბადების ბედნიერებაა აქვს ყველას!

კითხვაზე გოგონა მის ცნობილ ფოტოზე მამაცი იყო თუ სულელი, მე გაგცემთ პასუხს - გოგონა იყო სულელურად მამაცი ისევე, როგორც უამრავი ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს, დაწამლეს და გადაუარეს!!!

ისტორიას ვერავინ შეცვლის, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, რადგან გვინდა თუ არა ამ ქვეყანაში ბედისწერასავით ყოველდღე იბადება თითო გმირი!

ბატონო იური, დღეს ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მხოლოდ არა 9 აპრილთან დაკავშირებით. ეს სისხლით მორწყული თარიღი მუდამ თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება იმ გმირების სახელებთან ერთად, რომელთა ხსოვნას ჩვენ "შოუში" მონაწილე ადამიანები შთამომავლობას გადავცემთ!".


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები