ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ ქართველებს მიმართავს - კვირის პალიტრა

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ ქართველებს მიმართავს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ ქართველებს მიმართავს.

"ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, აქედან 100 ჭურვი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს.

თავის მხრივ, ისრაელის საჰაერო ძალებმა საპასუხო შეტევისას ღაზას სექტორში იერიში მიიტანეს ტერორისტული ორგანიზაციების "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" 100-მდე ობიექტზე.