თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: "ერთი წელია შვილის მკვლელების დასჯას ვითხოვ" - კვირის პალიტრა

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: "ერთი წელია შვილის მკვლელების დასჯას ვითხოვ"

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი შეუერთდა. მისი თქმით, ის აღნიშნული ტერიტორიაზე იქამდე დარჩება, ვიდრე ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს.

"ოცნების" ოფისთან გამარულ აქციაზე ამ ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ღამით პარლამენტის შენობის წინ დავრჩი. ერთი წელიწადია ჩემი შვილის მკვლელების დასჯასა და ჩემი შვილის უდანაშაულობის აღიარებას ვითხოვ, არაფრის გამო რომ გაწირეს ბავშვი. ერთი წელია ვითხოვ და ახლა რა იმედი უნდა მქონდეს ამ ხელისუფლებისგან? ვინც დამნაშავეები არიან, ისინი თუ არ დაისჯებიან, არანაირი იმედი არ მაქვს ამ ხელისუფლების. ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს",- აღნიშნა მან.

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის წინ 15 კარავია გაშლილი.

იხილეთ ვიდეო