"ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა"
14-11-2018
"ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა"
ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება შვილმკვდარ მშობლებს ნამდვილად არ აპატიებდა იმას, როგორც ზაზა სარალიძე იქცევა.

"ნამდვილად არავინ გვაპატიებდა იმას, რაც დღეს ხდება. ყველანაირ საზღვრებს გასცდა, განსაკუთრებით ზაზა სარალიძე, დემოკრატიაშიც აღარ ჯდება. ჩემთვის მიუღებელია. სახელმწიფო კანონის ფარგლებში არ მოქმედებს და
სახელმწიფო თავის პოლიციელს ვერ იცავს. ტვინის შერყევით აგერ პოლიციელი საავადმყოფოში წევს", – განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძისთვის შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს.

"საუბედუროდ ბავშვი ქუჩურ გარჩევებში მოკვდა – ზაზა სარალიძეს შვილი ბავშვებმა მოუკლეს. ჩვენ პირდაპირ სახელმწიფომ დაგვიხვრიტა შვილები. სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა წამებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი, პატრულმა
დახვრიტა გიორგი გამცემლიძე და ასე შემდეგ. ასე, რომ ჩვენსა და მათ შორის, ამ უბედურ საქმეებს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა. საქმეზე დაპატიმრებები გრძელდება. ორი თუ სამი არასრულწლოვანია დაპატიმრებული. თუ მტკიცებულება არ არსებობს, მოზარდებს როგორ დაიჭერს სახელმწიფო და პროკურატურა?! ეს დაუშვებელია. მიმდინარეოს ძიება. ნამდვილად არ სჭირდებოდა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა. მივმართავ მაჩალიკაშვილს, როდესაც მისი თანამემამულეების შვილები ლაფანყურის სპეცოპერაცისას, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დახვრიტეს, როგორ დადგა იმ მკვლელების გვერდით?! სარალიძისგან განსხვავებით, მე მას დიდ პატივს ვცემ," – განაცხადა ია მეტრეველმა.

მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს მისგან ბევრად მეტი მხარდაჭერა ექნებოდა.

მეტრეველმა აღნიშნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვები მასაც აქვს და მიაჩნია, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტი რომც ყოფილიყო, სამართალდამცველებს იგი ცოცხალი უნდა აეყვანათ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

Tege
15 ნოემბერი 2018 12:38
Zazaze ro laparakobt taven vin mogcat ufleba vin dagnish at mtavrobis advokatad qalbatono
14 ნოემბერი 2018 13:57
ნამდვილად მართალს ამბობ ქალბატონო ია

რედაქტორის რჩევით