16 წლის ბიჭი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

16 წლის ბიჭი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი სტადიონზე ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მოზარდი ვარჯიშის დროს გახდა ცუდად და საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა. სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"