ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მძღოლი ჩავარდა - კვირის პალიტრა

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მძღოლი ჩავარდა

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი ჩავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულნი არიან მაშველები და მყვინთავები. უწყების განმარტებით, მყვინთავები წყალში უკვე ჩავიდნენ და დაწყებულია სამაშველო ოპერაცია. წყალსაცავის სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია, ადგილი სპეციფიურია, გადის გაყვანილობები და ტურბინები და არსებობს გარკვეული რისკები.

ჟინვალჰესში ჩავარდნილი მამაკაცი 60 წლამდე ასაკისაა.

"ინტერპრესნიუსი"