ფონიჭალაში კორპუსში გაზი აფეთქდა - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

ფონიჭალაში კორპუსში გაზი აფეთქდა - არიან დაშავებულები

ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კონტაქტური არიან. შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი და ორი მოზრდილი დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო