"აფეთქების შედეგად დაშავდა 6 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა" - როგორია დაშავებულების მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"აფეთქების შედეგად დაშავდა 6 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა" - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ცენტრის ცხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბენები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.

"44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%–ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან", – განაცხადა ქაშიბაძემ.

აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს ცოტა ხანში კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა მოინახულებს.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად სამი სართული დაზიანდა. აფეთქება მე–3 სართულზე მოხდა, სადაც არავინ არ იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაშავდა მე-2 სართულის ბინაში მცხოვრები სამი პირი.

"ინტერპრესნიუსი"