ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ - კვირის პალიტრა

ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ

ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ორ ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში დედა-შვილია მოყოლილი.

ამასთან, ადგილზე მიემართება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ხუციშვილი.

ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი კი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აფეთქდა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი.

იხილეთ ასევე: "აფეთქების შედეგად დაშავდა 6 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა" - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?

"ინტერპრესნიუსი"