იური მეჩითოვი მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

იური მეჩითოვი მიმართვას ავრცელებს

"ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა მოგმართოთ და განვაცხადო, რომ საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამოქალაქეებს ჩემი განცხადებებით", - ასე ეხმაურება ფოტოგრაფი იური მეჩითოვი საზოგადოების რეაქციას, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა.

როგორც ცნობილია, იური მეჩითოვმა "ალ ჯაზირას" მიერ მომზადებულ ფილმში საბჭოთა წარსულზე საუბრისას 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა: "9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათი მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა.

ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები".

იხილეთ ასევე:  "ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო… ეს ჩვენ ვიყავით - მე და ჩემი შვილი... ეს შოუ არ ყოფილა!"