სალომე ზურაბიშვილი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებთან დამწვრობის ცენტრში მივიდა - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებთან დამწვრობის ცენტრში მივიდა

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პირების მოსანახულებლად დამწვრობის ცენტრში პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ზურაბიშვილი ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც დაშავებულები არიან მოთავსებულნი.

დამწვრობის ცენტრში ასევე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, რომელიც დაშავებული პაციენტების მდგომარეობას ეცნობა.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი. ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო