ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს, მის შვილს ჯერ კიდევ ეძებენ - კვირის პალიტრა

ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს, მის შვილს ჯერ კიდევ ეძებენ

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში დაახლოებით დილის 11 საათზე, სავარუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შედეგად სამი დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სტაციონარში მოთავსებული არიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.

"44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%-ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა - 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. ნანრევებში მოყოლი დედა-შვილს კი კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვა ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა ქალი გარდაცვლილი იპოვეს, მის მცირეწლოვან შვილს ამ დრომდე ეძებენ. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფო ყაველაშვილია.