კახა კალაძე ფონიჭალის ტრაგედიაზე საუბრისას ატირდა - კვირის პალიტრა

კახა კალაძე ფონიჭალის ტრაგედიაზე საუბრისას ატირდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა და სიტყვა ვერ დაასრულა.

"ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, დედა და პატარა შვილი" - აღნიშნა კალაძემ, რომელიც ფონიჭალაში ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა.

15 ნოემბერს, ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში, დაახლოებით დილის 11 საათზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შედეგად სამი დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სტაციონარში მოთავსებული არიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.

"44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%-ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა - 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ნანრევებში მოყოლი დედა-შვილს კი კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.

"რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ" - აფეთქებას ფონიჭალაში დედა-შვილი ემსხვერპლა