როგორია ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მამედოვების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულები ბაბუა, დედა და შვილიშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, მათ სხეულის სხვადასხვა სახის დამწვრობა აღენიშნებათ. ექიმის განმარტებით, ბაბუას სხეულის 65%, დედას -55% და შვილიშვილს -12% აქვს დამწვარი.

15 ნოემბერს, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი და მის შვილი. მაშველებმა დედა-შვილი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევების ქვეშ იპოვნეს.

იხილეთ ასევე: "რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ" - აფეთქებას ფონიჭალაში დედა-შვილი ემსხვერპლა

"ინტერპრესნიუსი"