განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს მიმართავს - კვირის პალიტრა

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს მიმართავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს მოუწოდებს, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოსწავლეებს გაკვეთილზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად უნდა მიეცეთ.

"ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

შესაბამისად, სამინისტრო, კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ," - ნათქვამია განცხადებაში.