საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი?
16-11-2018
საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი?
საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს.
ამ რეგიონში შემწეობას იქ მცხოვრები მოსახლეობის 41%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 7% იღებს.

2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 418 351 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 11.2%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 729 633 ადამიანი ცხოვრობს.

"ბიზნესპრესნიუსმა" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს
მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. ამის შედეგად გამოჩნდა, რომ ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთშია, სადაც 30.246 ადამიანი ცხოვრობს, აქედან საარსებო შემწეობას 12413 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 41%- ს შეადგენს. გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები