ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში შესვლის საშუალება მისცეს
16-11-2018
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში შესვლის საშუალება მისცეს
ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსის მცხოვრებლებს მეხანძრე-მაშველების დახმარებით საკუთარ სახლებში შესვლის საშუალება მისცეს.

როგორც ჟურნალისტებს კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ჩარგეიშვილმა განუცხადა, მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით შესაძლებლობა აქვს სახლებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ.

კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა დაზარალებულების კორპუსში შესვლა, ჩარგეიშვილმა განაცხადა, რომ თითოეულ მოქალაქეს მეხანძრე-მაშველი შეყვება და უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები