ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში შესვლის საშუალება მისცეს - კვირის პალიტრა

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში შესვლის საშუალება მისცეს

ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსის მცხოვრებლებს მეხანძრე-მაშველების დახმარებით საკუთარ სახლებში შესვლის საშუალება მისცეს.

როგორც ჟურნალისტებს კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ჩარგეიშვილმა განუცხადა, მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით შესაძლებლობა აქვს სახლებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ.

კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა დაზარალებულების კორპუსში შესვლა, ჩარგეიშვილმა განაცხადა, რომ თითოეულ მოქალაქეს მეხანძრე-მაშველი შეყვება და უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იხილეთ ასევე: "რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ" - აფეთქებას ფონიჭალაში დედა-შვილი ემსხვერპლა

"ინტერპრესნიუსი"