"ჩემი მხრიდან პრეტენზიები გაუმართლებელი საქციელი იქნება. მაქსიმალურად იხარჯება სპორტში. ვთვლი, რომ ხელი უნდა შევუწყო" - კვირის პალიტრა

"ჩემი მხრიდან პრეტენზიები გაუმართლებელი საქციელი იქნება. მაქსიმალურად იხარჯება სპორტში. ვთვლი, რომ ხელი უნდა შევუწყო"

აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, პლანეტის უძლიერესმა სპორტსმენმა, რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, ევროპის სამგზის და მსოფლიოს აქამდე ორგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, სამი ოქრო მოიპოვა, შვიდი რეკორდი დაამყარა და მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ქვეყნის ყველაზე წარმატებული ძალოსანი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ანუკი დემურიაა. სწორედ, ანუკისთან ინტერვიუს ჩაწერის დროს შევიტყვეთ, რომ წყვილის ცხოვრებაში სიახლეა და მალე მშობლები გახდებიან.

- ანუკი, რამდენხნიანი ნაცნობობის შემდეგ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

- ბათუმში გავიცანი, თუმცა მანამ სოციალური ქსელითაც ვწერდით ერთმანეთს. ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ჩვენ იმდენად კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა თავიდანვე, რომ მალევე დავიწყეთ საუბარი ოჯახის შექმნაზე, მალევე გადავდგით სერიოზული ნაბიჯი. როგორც კი ცოტა დასვენების დრო გამოუჩნდა ლაშას, დავქორწინდით.

- ისეთი წარმატებული სპორტსმენისთვის, როგორიც ლაშაა, რამდენად მნიშვნელოვანია მეუღლის მხარადაჭერა? ხშირად აღნიშნავენ, რომ სპორტსმენების ცოლობა არ არის ადვილი...

- ლაშა სულ დატვირთულია და ვარჯიშობს. თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. ბევრს მუშაობს, ძალიან იტვირთავს თავს, ყველაინაირ სიამოვნებაზე ამბობს უარს, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ღვთისმოშიში, ეკლესიური ადამიანია და რწმენა ძალიან ეხმარება წარმატების მიღწევაში. ყველა ხედავს, თუ როგორ მაქსიმალურად იხარჯება სპორტში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ხელი უნდა შევუწყო. ჩემი მხრიდან პრეტენზიები გაუმართლებელი საქციელი იქნება. სპორტსმენისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლის მხარდაჭერას.

- თუ უყურებ ლაშას გამოსვლებს?

- სანამ შეყვარებულები ვიყავით, ვახერხებდი ყურებას. მას შემდეგ, რაც ოჯახი შევქმენით, ვეღარ ვუყურებ. განაგრძეთ კითხვა