"ადგილზე მისულს, საშინელი სურათი დამხვდა" - რას ყვებიან მაშველები ფონიჭალის ტრაგედიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მაშველები თბილისში, ზემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ საუბრობენ.
"15 ნოემბერს, დაახლოებით 11-ს აკლდა 10 წუთი შემოვიდა შეტყობინება ფონიჭალაში 23-ე კორპუსში აფეთქების შესახებ... შემთხვევის ადგილზე მისულს, საშინელი სურათი დამხვდა... ცხრა სართულიანი კორპუსის მეორე, მესამე და მეოთხე სართული იყო ჩამონგრეული...
მეორე სართულზე ნანგრევებში მოყოლილი იყო ორი ადამიანი, დედა-შვილი...
5-6 საათის მუშაობის შემდეგ შევძელით და ჯერ ქალბატონის, შემდეგ კი ბავშვის ცხედარი გამოვიყვანეთ...
ისეთი მომენტი იყო, სისხლის რომ აგგეყინება ადმიანს..." - ამბობენ ვიდეოში მაშველები.
იხილეთ ასევე: "რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ" - აფეთქებას ფონიჭალაში დედა-შვილი ემსხვერპლა