სანდრა რულოვსი: "მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები"
17-11-2018
სანდრა რულოვსი: "მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები"
"თვითონ მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები. ძალიან კარგია, რომ ეს გამოჩნდა მეორე ტურამდე კიდევ უფრო მკვეთრად", – ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომელიც ამომრჩევლებს წალენჯიხაში შეხვდა და მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ინფორმაციით, სანდრა რულოვსი წალენჯიხაში გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.

"წალენჯიხაში ძალიან კარგი განწყობაა. ჩვენ აქ პირველ ტურშიც ძალიან კარგად გავიმარჯვეთ და მეორე ტურშიც ეჭვი არ მეპარება. არავინ არ უნდა
დაიზაროს, იმიტომ რომ საქართველო უნდა წავიდეს წინ! ჩვენი ხალხი დგას მხნეთ და იცის, რომ ჩვენ ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თვითონ მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები. ძალიან კარგია, რომ ეს გამოჩნდა მეორე ტურამდე კიდევ უფრო მკვეთრად", – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით