ახმეტაში დაკარგული 86 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახმეტაში დაკარგული 86 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ნიკო გუშკაშვილს 5 დღის განვალობაში სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები ეძებდნენ. ცხედარს დღეს ალაზნისპირას მიაკვლიეს.
ნიკო გუშკაშვილი 12 ნომებერს სახლიდან პირუტყვის სამწყემსად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"