"კაცს რომ კაცობას წაართმევ, ბევრად ჯობია მოკლა"
"კაცს რომ კაცობას წაართმევ, ბევრად ჯობია მოკლა"
იმედა კახიანი, მსახიობი: - "ნაცმოძრაობა" რომ ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუ­ნდეს, ამის იმდენი მიზეზია, ვერ ჩამოვთვლი. მათი მმართველობის დროს ადამიანი უარყოფილი იყო! არასოდეს დამავიწყდება სულხან მოლაშვილის სახე, იმ ჩანაწერს რომ ნახავს­ ადამიანი, რა ჭკუაზე დადგება?! ადამიანებს­ ცოცხლად წვავდნენ და ღირსებას­ ართმევდნენ!­ კაცს რომ კაცობას წაართმევ, ბევრად ჯობია, მოკლა!­ ამბობენ, შეცდომები იყოო, ადამიანების დახოცვა შეცდომაა, კაცო?!

- ხელოვანების აზრი ვიცით გირგვლიანის საქმის შესახებ, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა არ ჩანს სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მიმართ...
- გირ­გვლიანის ტრ­ა­­­გე­­დიას წინა ხელისუფლ­ებას არასოდეს აპატიებენ! რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, თავად გადავიტანე­ მს­გავსი ტკივილი, როცა 14 წლის ვაჟი დამეღუპა­. ამ შემთხვევაში დანაშაულის მიზეზი უნდა ვეძებოთ, ეს რატომ მოხდა? იქნებ საზოგადოება, სკოლა უშვებს შეცდომებს. ბავშვებს ვერ მოვუარეთ და ამის სასწრაფოდ გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ. რაც შეეხება
მაჩალიკ­აშვილს, არა მგონია, ვინმეს ბრძანება გაეცა, ბიჭი ლოგინში დახვრიტეთო.­ ვფიქრობ, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა. სპეცრ­აზმელმა, რომელიც ასეთ დავალებას ასრულებს, იცის, რამხელა რისკზე­ მიდის სპეცოპერაციის ჩატარებისას და შეიძლება დაიღუპოს. ამიტომ შესაძლოა შეცდომა დაუშვა... თუ საგანგებო დავალება იყო, რომ ადგილზე უნდა მოეკლათ, მაშინ მკაცრად დასასჯელია ყველა!

"ვინ მოაბრუნებს ხელისუფლებაში სააკაშვილს?!"


თენგიზ არჩვაძე, მსახიობი:­ - როგორ შეიძლება "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ან ვინ მოაბრუნებს, ან მაშინ რა უნდოდა სააკაშვილს, როცა იყო?! პოლიტიკაზე არ მსურს საუბარი და დამანებეთ თავი!